პოლიტიკა

სერბების წარმომადგენლებმა კოსოვოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დატოვეს

  Reuters-ის ცნობით, სერბების წარმომადგენლებმა კოსოვოში ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი დატოვეს. როგორც გამოცემა აღნიშნავს, სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის მონაწილეობით მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სესია გაიმართა, რომლის შემდეგაც ცნობილი გახდა, რომ სერბების წარმომადგენლები კოსოვოს ყველა ინსტიტუტს ტოვებენ: პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს, პოლიციას და ოთხ ოლქში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს.

  როგორც “რადიო თავისუფლება” აღნიშნავს, სერბი პოლიციელების ჯგუფმა სატელევიზიო კამერების წინ გაიხადა უნიფორმა.

  სერბები ასეთი ფორმით პროტესტს გამოხატავენ კოსოვოს ხელისუფლების გადაწყვეტილებისადმი, რომლის თანახმადაც, 1-ელი ნოემბრიდან კოსოვოს ყველა მოქალაქემ ავტომობილების სერბული სარეგისტრაციო ნომრები კოსოვური ნომრებით უნდა შეცვალოს.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია