პოლიტიკა

სერგეი გაიდაი – ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი

უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი „ტელეგრამ“ არხში წერს.

მისი ცნობით, უკრაინის შეირაღებული ძალები სვატოვო-კრემენაიას მიმართულებით წინ მიიწევენ.

„ნელ-ნელა წინ მივიწევთ, თუმცა რუსებმა მოასწრეს იქ დიდი რაოდენობის ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის მობილიზება – ახლად მობილიზებულების, პატიმრების, კადიროველების, რეგულარული ჯარის, მედესანტეების იმ ნაწილის, რომლებიც ხერსონის მიმართულებიდან გადმოისროლეს. ამიტომ წინსვლა ძალიან მძიმეა. არ უნდა ველოდოთ სწრაფ ოპერაციას, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უახლოეს დროში გენშტაბი კარგი სიახლეებით გაგვახარებს“, – განაცხადა გაიდაიმ.

გაიდაის თქმით, ეს ზამთარი გადამწყვეტი იქნება ლუგანსკის მიმართულებისთვის. მისი აზრით, ზამთრის დასასრულს უკრაინის შეიარაღებული ძალები, სულ მცირე, 24 თებერვლამდე არსებულ ხაზზე გასვლას შეძლებენ.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...