პოლიტიკა

შარლ მიშელი – ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს

ყველასთვის აშკარაა, რომ რუსეთმა უღალატა სომეხ ხალხს, – განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა Euronews-თან ინტერვიუში.

„რუსეთის ფედერაციას სურდა, ყარაბაღში ჯარისკაცები ჰყოლოდა, რათა მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება გარანტირებული ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო რუსეთის სამშვიდობო ძალების მცირედი რეაგირების გარეშე ამ ტერიტორიაზე“, – განაცხადა მიშელმა.

როგორც მან აღნიშნა, ის უკიდურესად იმედგაცრუებულია აზერბაიჯანის გადაწყვეტილებით, რაც მტკიცედ განუცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს.

„ახლა აზერბაიჯანის გადასაწყვეტია გამოიჩინოს კეთილი ნება, შეუერთდეს პროცესს საერთაშორისო სამართლის პატივისცემით, რათა დაიცვას აზერბაიჯანში მცხოვრები მთელი მოსახლეობის, მათ შორის სომხების უფლებები და უსაფრთხოება“, – განაცხადა მიშელმა და აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი კვლავ რჩება პარტნიორად ევროკავშირისთვის.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია