პოლიტიკა

შავი ზღვის “მარცვლეულის ინიციატივის” დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია ექსპორტზე გავიდა

 უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ნოემბერს უკრაინის ჩორნომორსკის, ოდესის და პივდენის პორტები 290 000 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქციით დატვირთულმა კიდევ შვიდმა გემმა დატოვა. 

 ცნობილია, რომ შავი ზღვის “მარცვლეულის ინიციატივის” დაწყების შემდეგ უკრაინიდან 10 მილიონი ტონა სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გავიდა ექსპორტზე. რაც შეეხება, საკვებით დატვირთული გემების რაოდენობას, რომლებიც უკრაინის პორტებიდან აზიაში, ევროპასა და აფრიკაში წავიდნენ, 430-ს მიაღწია. ასევე, როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ოქტომბერში ექსპორტის მოცულობა შეიძლებოდა 30-40%-ით მეტი ყოფილიყო, რუსეთს ბოსფორში ინსპექტირება ხელოვნურად, რომ არ დაებლოკა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...