პოლიტიკა

შექსპირის 400 წლის წინ გამოცემული პირველი კრებული $2,4 მილიონად გაიყიდა

ლეგენდარული ინგლისელი დრამატურგისა და პოეტის, უილიამ შექსპირის პირველი გამოცემული კრებული ნიუ-იორკში გამართულ აუქციონზე $2,4 მილიონად გაიყიდა. ის კერძო კოლექციონერმა შეიძინა.

კრებული, რომელიც მე-17 საუკუნით თარიღდება და შექსპირის 36 პიესას უყრის თავს, ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად მიიჩნევა. მისი მხოლოდ 750 ეგზემპლარი შეიქმნა, მათგან კი ჩვენამდე 220-მა მოაღწია.

ამ კრებულის გარეშე შექსპირის 18 ცნობილი პიესა, მათ შორის მაკბეთიიულიუს კეისარი და მეთორმეტე ღამე, დაიკარგებოდა.

წიგნი ინგლისელი დრამატურგის საქმიანმა პარტნიორებმა, ჯონ ჰემინმა და ჰენრი კონდელმა, შეადგინეს და შექსპირის გარდაცვალებიდან 7 წლის შემდეგ, 1623-ში გამოსცეს. მათ კოლეგის ნამუშევრები “კომედიებად”, “ტრაგედიებად” და “ისტორიებად” დაყვეს. ავტორის შემოქმედების სწორედ ამგვარი კატეგორიზაცია გამოიყენება დღესაც.

კრებული, რომელიც ბოლოს 1996 წელს გაიყიდა, აქამდეც კერძო კოლექციონერის საკუთრებაში იყო. მანამდე ის ასევე ეკუთვნოდა ისტორიკოსს, წიგნების მოყვარულს და სხვა ბევრი პროფესიის ადამიანს, ამდენად, საუკუნეების განმავლობაში გამოცემამ მრავალგვარი ანოტაცია და შენიშვნა შეიძინა.

ახლახან გაყიდული კრებული ერთ-ერთია გამოცემის იმ 20 შემორჩენილი ეგზემპლარიდან, რომელიც კერძო პირების საკუთრებაში რჩება. დანარჩენების უმეტესობა მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და ბიბლიოთეკაშია დაცული.

ასევე ნახეთ

გაერო-ს უშიშრობის საბჭოს მიერ მიიღებულ რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითვალისწინებს, ამერიკამ ვეტო არ დაადო

გაერო-ს უშიშრობის საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მძევლების უპირობოდ გათავისუფლებას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია