პოლიტიკა

სოციალურ მედიაში ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან მდგარი უკრაინელი ჯარისკაცების ფოტო ვრცელდება

სოციალურ მედიაში ვრცელდება ფოტო, სადაც ჩანს, რომ ქალაქ კუპიანსკის შესასვლელთან უკრაინელი ჯარისკაცები დგანან და ხელში უკრაინის სახელმწიფო დროშა უჭირავთ.

ცნობილია, რომ უკრაინული ძალები დროებით ოკუპირებული ქალაქის დასაბრუნებლად წინ მიიწევენ. აშშ-ის „ომის შემსწავლელმა ინსტიტუტმა“ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნა, რომ უკრაინა, სავარაუდოდ, 72 საათში დაიბრუნებს ქალაქს, რაც სერიოზულად შეაფერხებს რუსეთის საკომუნიკაციო ხაზებს ადგილზე.

კუპიანსკი ხარკოვის ოლქში რუსული ძალების მთავარ ლოგისტიკურ კვანძს წარმოადგენს.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...