პოლიტიკა

სომალიში, სასტუმროში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, მოკლულია, სულ მცირე, 15 ადამიანი

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, სასტუმროში შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 

შენობაში შეიარაღებული პირი 19 აგვისტოს შევარდა. სროლას აფეთქებაც მოჰყვა. 

მოკლულია, სულ მცირე, 15 ადამიანი. მსხვერპლის რაოდენობა იზრდება – ბევრი გადარჩენილი მძიმე მდგომარეობაშია. ექიმი აჰმედ აბდი ამბობს, რომ კლინიკაში მადინა კვლავ გრძელდება დაშავებულების და ცხედრების შემოყვანა. 

ასევე, თავდამსხმელებს დაკავებული აქვთ სასტუმრო. თუმცა, პოლიციის მაიორის, ფარა ჰუსეინის განცხადებით, სომალის უსაფრთხოების ძალებმა სასტუმროს უმეტესი ნაწილი თავდამსხმელებისგან გაათავისუფლეს. 

სასტუმროს, სადაც თავდასხმა მოხდა, ხშირად სტუმრობენ ხელისუფლების წარმომადგენლები და პარლამენტის წევრები. ორი მათგანი, მათ შორის, მოგადიშუს დაზვერვის უფროსი, მუჰიდინ მოჰამედი თავდასხმის დროს დაიჭრა. 

მომხდარზე პასუხისმგებლობა ალ კაიდასთან დაკავშირებულმა ტერორისტულმა ჯგუფმა, ალ შაბააბმა აიღო. აფილირებულ საიტებზე გავრცელებული განცხადებების მიხედვით, აფეთქების შემდეგ მათ სასტუმროს დაკავება მოახერხეს.

მანამდე, 14 აგვისტოს აშშ-მ საჰაერო თავდასხმის გზით ალ შაბააბის ჯგუფის 13 წევრი დახოცა. უცნობია, არის თუ არა კავშირში ეს სასტუმროში თავდასხმასთან. 

მიმდინარე წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება, კვლავ შეიყვანოს ჯარები სომალიში ადგილობრივი ხელისუფლების მხარდასაჭერად და ალ შაბააბისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ბაიდენმა ამ ნაბიჯით წინამორბედის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება გააუქმა სომალიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ. 

ასევე ნახეთ

ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით ჩაანაცვლებს

რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ანდრეი ბელოუსოვით …

ჩანთების ონლაინ მაღაზია