პოლიტიკა

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიით სომხური პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს.

„აზერბაიჯანულმა მხარემ 13 სექტემბერს 00:05 საათზე სომხეთის ქალაქებში – გორისში, ჯერმუკსა და სოთქში – სამხედრო პოზიციების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ „მტერი ასევე იყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს“.

ასევე ნახეთ

კოლუმბიის ჯუნგლებში 4 ბავშვი ავია კატასტროფიდან 17 დღეში ცოცხალი იპოვეს

კოლუმბიაში ავიაკატასტროფა მაისის თვის დასაწყისში მოხდა. მსუბუქმა ერთძრავიანმა თვითმფრინავმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. კატასტროფის მიზეზად …