ნატო არ არის უკრაინის კონფლიქტის მხარე. ჩვენ არ გვყავს ჯარები უკრაინაში. ნატო მხარს უჭერს უკრაინის თავდაცვის უფლებას, რაც გაეროს წესდებითაა გათვალისწინებული. ნატო მხარს უჭერს უკრაინის იარაღით მომარაგებას, რათა ტერიტორიის დაცვა შეძლოს. რა თქმა უნდა, ეს მოიცავს, საჰაერო თავდაცვის სისტემებს და უამრავი სხვა იარაღის უკრაინისთვის გადაცემას, – ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ბერლინის უსაფრთხოების კონფერენციაზე განაცხადა.
„მე ვაფასებ გერმანიის წვლილს. გერმანია ნატოს წევრია სახელმწიფოა,რომელიც ყველაზე მეტს უზრუნველყოფს, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა ტიპის იარაღით, საბრძოლო მასალით უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვნახეთ, რომ დახმარება უზარმაზარ ცვლილებებს იწვევს ბრძოლის ველზე. მთავარია, რომ უკრაინელებს მივცეთ საშუალება დაიცვან თავი და ნატოს მოკავშირეების გზავნილია – ჩვენ გავაძლიერებთ უკრაინის დახმარებას და უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინამ მიიღოს იარაღი. ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ უკრაინას ვიდრე ამის საჭიროება იქნება. ჩვენ უკან არ დავიხევთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.