პოლიტიკა

სტოლტენბერგი: უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაშია, უნდა მივაწოდოთ მოსაგებად საჭირო იარაღი

NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინაში ომი გადამწყვეტ ფაზაშია, ამიტომ “მნიშვნელოვანია ქვეყანას უნდა მიეწოდოს ის იარაღი, რომელიც გამარჯვებისთვის სჭირდება”. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Handelsblatt-თან ინტერვიუში ისაუბრა.

ომის გადამწყვეტ ფაზაში ვართ. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინას მივაწოდოთ ის იარაღი, რომელიც მას გასამარჯვებლად სჭირდება“, – თქვა სტოლტენბერგმა.

იენს სტოლტენბერგის თქმით, უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა უმოკლესი გზაა მშვიდობისკენ.

გერმანიის მიერ უკრაინისთვის Marder-ის ტიპის საბრძოლო მასალების გადაცემა NATO-ს გენერალურმა მდივანმა სწორ ნაბიჯად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ საჭიროა მეტის გაკეთება.

“მძიმე სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მხრივ, ბოლო პერიოდში აღებული ვალდებულებები ძალიან მნიშვნელოვანია და მე კიდევ უფრო მეტს ველოდები უახლოეს მომავალში”, – თქვა სტოლტენბერგმა.

NATO-ს გენერალური მდივანი და უკრაინის მოკავშირეები ელოდებიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს რამშტაინის მომდევნო შეხვედრაზე. უკრაინის სამხედრო დახმარებაზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა გერმანულ ავიაბაზაზე 20 იანვარს გაიმართება. მას შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უხელმძღვანელებს.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია