პოლიტიკა

სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს კვირას სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო

 თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს კვირას სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო.

 როგორც ვიცით, ოფიციალური ანკარა წარსულში აშშ-ს ჩრდილოეთ სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის იარაღის მიწოდებასა და მათ წვრთნაში ადანაშაულებდა.

 თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.

 სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ

ტრამპსა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – ტრამპის თქმით, საუბრისას შეთანხმდნენ, რომ სურთ, შეჩერდეს მილიონობით ადამიანის დაღუპვა რუსეთ-უკრაინის ომში

აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. როგორც ტრამპი …

ჩანთების ონლაინ მაღაზია