პოლიტიკა

სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს კვირას სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო

 თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ თურქეთი არ მიიღებს აშშ-ის სამძიმარს კვირას სტამბოლში მომხდარი ტერაქტის გამო.

 როგორც ვიცით, ოფიციალური ანკარა წარსულში აშშ-ს ჩრდილოეთ სირიაში ქურთული დაჯგუფებებისთვის იარაღის მიწოდებასა და მათ წვრთნაში ადანაშაულებდა.

 თურქეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი შეფასებით, ტერაქტის ბრძანება ჩრდილოეთ სირიაში მდებარე ქალაქ აინ ალ-არაბიდან გაიცა, სადაც „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ და ქურთულ დაჯგუფება „სახალხო დაცვის შენაერთებს“ შტაბბინა აქვთ.

 სულეიმან სოილუს განცხადებით, თურქეთი გააგრძელებს თავის მტკიცე და კანონიერ ომს ტერორის წინააღმდეგ.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია