პოლიტიკა

ტაილანდში სპილოების ეროვნული დღესასწაული გაიმართა

ტაილანდში სპილოების ეროვნული დღესასწაული გაიმართა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ცნობისთვის, სპილო ქვეყნის სიმბოლოს წარმოადგენს და ის ეროვნული მემკვიდრეობის ნაწილადაა მიჩნეული. დღესასწაული ქვეყნის მასშტაბით 1998 წლიდან აღინიშნება.

ტროპიკული ბაღების პრეზიდენტის თქმით, მთელი მსოფლიო უნდა გაუფრთხილდეს სპილოებს, რადგან, ახალი კვლევების თანახმად, ტურისტებისა და დიდი ოდენობით ტვირთის გადასატანად მათი გამოყენება დაუშვებელია.

„ვცდილობთ, მაქსიმალურად მოვუაროთ სპილოებს, უზრუნველვყოთ საკვებითა და თავშესაფრით”, – ამბობს ის.

სპილოებით გასეირნება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში პოპულარული ტურისტული აქტივობაა, მაგრამ აქტივისტები აცხადებენ, რომ ეს პრაქტიკა სისასტიკის ფორმაა, რადგან სპილო სიმძიმის გადამტანი ცხოველი არაა. ის სპილოები, რომელთაც ხე-ტყის გადასაზიდად იყენებენ, ხშირად დაღლილობისა და არასრულფასოვანი კვების გამო იღუპებიან. ცხოველთა უფლებების დამცველები სააგენტოებს მოუწოდებენ, რომ სპილოებით გასეირნების პრაქტიკა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ. 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია