პოლიტიკა

„თალიბანი“ ავღანეთში ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას კრძალავს

„თალიბანი“ ავღანეთში უნივერსიტეტებში ქალებისთვის უმაღლესი განათლების მიღებას კრძალავს. ამის შესახებ ქვეყნის განათლების მინისტრმა განაცხადა.

„ყველას გაცნობებთ, რომ შეასრულოთ აღნიშნული ბრძანება ქალთა განათლების შეჩერების შესახებ შემდგომ მითითებამდე”, – ნათქვამია უმაღლესი განათლების მინისტრის, ნედა მოჰამად ნადიმის მიერ ხელმოწერილ წერილში.

აკრძალვა ქალთა განათლებას კიდევ უფრო ზღუდავს. გასულ წელს „თალიბანის“ ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ გოგონებისთვის საშუალო სკოლებში განათლების მიღება შეიზღუდა. შეერთებულმა შტატებმა „თალიბანის” ქმედებები მკაცრად დაგმო და აღნიშნა, რომ ასეთ ნაბიჯს „თალიბებისთვის შედეგები მოჰყვება “.

„თალიბანი“ ვერ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის ლეგიტიმური წევრი, სანამ ისინი პატივს არ სცემენ ყველას უფლებებს ავღანეთში“, – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, გასულ თვეს ქალებს დედაქალაქის პარკებში, სპორტულ დარბაზებსა და საზოგადოებრივ აბანოებში შესვლა აეკრძალათ.

ასევე ნახეთ

Ashmolean-ის მუზეუმში Radiohead-ისთვის შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა

ოქსფორდის Ashmolean მუზეუმში 2025 წლის 8 აგვისტოდან 2026 წლის 11 იანვრამდე   მოეწყობა როკ-ჯგუფ Radiohead-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია