პოლიტიკა

თეთრ სახლში აღარ სჯერათ, რომ უკრაინა როდესმე შეძლებს დაკარგული ტერიტორიების სრულად დაბრუნებას

„სიენენის“ ცნობით, თეთრ სახლში უკვე აღარ სჯერათ, რომ უკრაინა როდესმე შეძლებს ბოლო ოთხ თვეში დაკარგული ტერიტორიების სრულად დაბრუნებას, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აშშ კიდევ უფრო მძიმე და თანამედროვე შეიარაღებას გადასცემს კიევს.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩევლები უკვე განიხილავენ შესაძლებლობას, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შეცვალოს ტერმინ „უკრაინის გამარჯვების“ შინაარსი, რათა ის შეესაბამებოდეს რეალობას, რომ უკრაინამ ტერიტორიების ნაწილი სამუდამოდ დაკარგა.

ამასთან, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა „სიენენთან“ საუბრისას ხაზი გაუსვეს, რომ ასეთი პესიმისტური შეფასება არ ნიშნავს, რომ აშშ აპირებს ზეწოლას უკრაინაზე, რათა მან ფორმალურად დაუთმოს ტერიტორიების ნაწილი რუსეთს, რომ ომი დასრულდეს. ასევე არსებობს იმედი, რომ უკრაინა შეძლებს კონტრშეტევების შედეგად ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის დაბრუნებას.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია