პოლიტიკა

თეთრი სახლის ვარაუდით, ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საიდუმლოდ აწვდის საარტილერიო ჭურვებს

 როგორც CNN-ი  ამერიკის დაზვერვასა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება, თეთრი სახლი ვარაუდობს, რომ  ჩრდილოეთ კორეა რუსეთს საიდუმლოდ აწვდის საარტილერიო ჭურვებს. 

 ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, ჩრდილოეთი კორეა ცდილობს, ვითარების ისე წარმოჩენას, თითქოს შეიარაღება ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში იგზავნება, სინამდვილეში კი, ის რუსეთისთვის არის განკუთვნილი.

 აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ  გასაჯაროებულ სადაზვერვო მონაცემებში არ არის საუბარი იმაზე, კონკრეტულად რა რაოდენობის შეიარაღების მიწოდებას აპირებს კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა რუსეთისთვის. მაგრამ  როგორც აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა,  აშშ აგრძელებს ჩრდილოეთ კორეიდან იარაღის შესაძლო მიწოდებისთვის თვალის დევნებას.

 ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლებს ამ ინფორმაციასთან დაკავიშრებით  კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია