პოლიტიკა

The Guardian – პრინც ჰარისა და მეგან მარკლის შვილები პრინცი და პრინცესა გახდებიან

დედოფლის გარდაცვალება ნიშნავს, რომ სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ვაჟი, არჩი მაუნტბატენ-უინძორი, ახლა ტექნიკურად პრინცია, მისი უმცროსი და ლილიბეტი, „ლილი“ კი – პრინცესა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 1917 წელს მეფე ჯორჯ V-ის მიერ დადგენილი პროტოკოლის თანახმად, მონარქის შვილებსა და შვილიშვილებს აქვთ ავტომატური უფლება მიიღონ ტიტული „მისი სამეფო უდიდებულესობა“ და პრინცი ან პრინცესა.

შეგახსენებთ, მეგან მარკლმა რამდენიმე თვის წინ ინტერვიუში განაცხადა, რომ არჩის პრინცის ტიტული მისი რასის გამო არ მიანიჭეს.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...