პოლიტიკა

The Kyiv Post – საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა

საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Post ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში თანამდებობაზე დაინიშნა.

France 24-ის რეპორტიორის ცნობით კი, ლეკორნუ, სავარაუდოდ, დღეს ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვევა.

ასევე, მედია იუწყება, რომ ლეკორნუ კიევს ემანუელ მაკრონის იმ განცხადების შემდეგ სტუმრობს, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერას გაზრდის.

გარდა ამისა, France 24-ის რეპორტიორი იწუყება, რომ უკრაინაში ზოგიერთი ჯერ კიდევ გაბრაზებულია ომის დროს მაკრონის მიერ გაკეთებული კომენტარებით, სადაც საფრანგეთის ლიდერი მიუთითებდა, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს მშვიდობის სანაცვლოდ დათმობაზე წასასვლელად.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია