პოლიტიკა

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრისა და ორასზე მეტი განმეორებითი ბიძგის შედეგად, 23 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის 1.4 მილიონი ბავშვი.

მათივე ცნობით, თურქეთს კრიზისთან გასამკლავებლად რესურსები და შესაძლებლობები აქვს, თუმცა ვითარება გაცილებით მძიმეა სირიაში, სადაც მრავალწლიანი ომის შემდეგ, ჰუმანიტარული მდგომარეობა ისედაც საგანგაშო იყო და ქოლერის ეპიდემიაა გავრცელებული.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას ორივე ქვეყანაში 5 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...