პოლიტიკა

თურქეთში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. როგორც ევროპული-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი წერს, ბიძგების სიმძლავრე 7,7 მაგნიტუდას აღემატება.

CNN-ის ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში ძლიერ მიწისძვრას 1 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიწისძვრას ემსხვერპლა საქართველოს ერთი მოქალაქე.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთში სულ მცირე 912 ადამიანი დაიღუპა. სირიაში სულ მცირე 386 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 239 ძირითადად ალეპოს, ჰამას, ლატაკიასა და ტარტუსის რეგიონებში.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 04:17 წუთზე 17,9 კილომეტრის სიღრმეზე თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა.

რამდენიმე შენობა ჩამოინგრა, გადარჩენილებს კი ნანგრევების ქვეშ ეძებენ.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ დაზარალდა 10 ქალაქი: გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, ჰატაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...