პოლიტიკა

თურქეთში მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო თამაშების დროს, კლუბების მხარდამჭერებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს

თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ პირველი საფეხბურთო თამაშების დროს, მთავარი კლუბების მხარდამჭერებმა მთავრობის გადადგომა მოითხოვეს.

თურქეთის მთავრობის საწინააღმდეგო პოზიცია საფეხბურთო მატჩზე მისულმა „ბეშიქთაშის“ გულშემატკივრებმა გამოხატეს. „მთავრობა, გადადექი“ – სკადირებდნენ გულშემატკივრები. „ბეშიქთაშსა“ და „ანთალიასპორის“ მატჩის დაწყებამდე კლუბმა პატივი მიაგო მიწისძვრისგან დაზარალებულებს და სტიქიის შედეგად დაზარალებული ბავშვების სოლიდარობის ნიშნად, მხარდამჭერებმა მოედანზე ათასობით სათამაშო და შარფი დაყარეს.

სტამბოლის კიდევ ერთი დიდი კლუბის – „ფენერბაჰჩეს“ მხარდამჭერები მსგავს ლოზუნგებს „კონიასპორთან“ მატჩის დროს ყვიროდნენ.

„ოცწლიანი ტყუილი და თაღლითობა, გადადექი“, – სკადირებდნენ გულშემატკივრები.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია