პოლიტიკა

თურქეთში სამი ოპოზიციური პარტია რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვს

თურქეთში ოპოზიციური პარტიები რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამ მოთხოვნით სამი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს თურქეთის უმაღლეს საარჩევნო კომისიას.

როგორც ისინი აცხადებენ, ერდოღანი უკვე იყო ორჯერ არჩეული ქვეყნის პრეზიდენტად და მესამედ კენჭისყრის უფლება არ აქვს. ოპოზიციონერების თქმით, ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ თურქეთის პარლამენტი რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავდა.

თავის მხრივ, თურქეთის მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ ერდოღანის არჩევნებში მონაწილეობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. მათი თქმით, 2018 წელს თურქეთის კონსტიტუციაში შესული ცვლილებების შემდეგ ერდოღანი პირველად იყო არჩეული პრეზიდენტად მმართველობის ახალი სისტემის პირობებში, შესაბამისად, მისი წინა საპრეზიდენტო ვადა აღარ უნდა იყოს გათვალისწინებული.

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატების სია საარჩევნო ადმინისტრაციამ 31 მარტს უნდა გამოაქვეყნოს. არჩევნები თურქეთში 14 მაისს უნდა გაიმართოს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან

მადლობა ყველას გუშინდელი ფიქრებისთვის და ლოცვებისთვის, მხოლოდ ღმერთმა დაგვიფარა წარმოუდგენელი შედეგისგან, – ამის შესახებ აშშ-ის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია