პოლიტიკა

თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება

თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ტარდება. მოქალაქეებმა არჩევანი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მთავარ ოპოზიციურ კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს შორის უნდა გააკეთონ. არჩევნებზე ხმის მისაცემად 64. 1 მილიონზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული.

თურქული მედიის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ქვეყნის ისტორიაში პირველად ტარდება.

ცნობისთვის, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 14 მაისს გაიმართა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88 პროცენტი. მესამე ადგილზე ნაციონალისტი კანდიდატი, სინან ოგანი გავიდა, მან ხმების 5.17 პროცენტი მიიღო. ის არჩევნების მეორე ტურში მხარს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს უჭერს.

ასევე ნახეთ

ვიქტორ ორბანი – რუსები უკრაინასაც კი ვერ ამარცხებენ, ამიტომ ნატო-ზე თავდასხმა რეალურად არ შეუძლიათ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი რუსეთიდან ნატო-ს ქვეყნებისთვის რეალურ სამხედრო საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ ორბანმა …

ჩანთების ონლაინ მაღაზია