თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, რის გამოც რამდენიმე წუთით ეთერი შეწყდა.
თურქული მედიის ინფორმაციით, სამშაბათს ქვეყნის პირველ პირს სამი წინა საარჩევნო სიტყვით გამოსვლა ჰქონდა ჩანიშნული. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 14 მაისს არის დანიშნული.
მისი სამუშაო დღე უნდა დასრულებულიყო ინტერვიუთი, თუმცა დატვირთული გრაფიკის გამო, ინტერვიუ ჩანიშნულზე საათნახევრით გვიან დაიწყო. პირდაპირი ეთერი დაწყებიდან 10 წუთში შეაჩერეს, რადგანაც პრეზიდენტმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ეთერი განახლდა, რა დროსაც ერდოღანმა ბოდიში მოუხადა მაყურებლებს.
“გუშინ და დღეს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მძიმე სამუშაო იყო, ამ კამპანიის სამუშაოების გამო კი შეუძლოდ გავხდი. ამ პროცესში ისიც ვიფიქრე, არასწორად იქნებოდა თუ არა გაგებული ჩვენი დღევანდელი გეგმა რომ გამეუქმებინა, თუმცა პირობა რადგან მოგეცით, მოვედი. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ჩვენ დროდადრო ასეთ ვითარებასაც ვაწყდებით“,- განაცხადა ერდოღანმა.