პოლიტიკა

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერდოღანი პირ­და­პირ ეთერ­ში შე­უძ­ლოდ გახ­და

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ თაიფ ერდოღანი პირ­და­პირ ეთერ­ში შე­უძ­ლოდ გახ­და, რის გამოც რამ­დე­ნი­მე წუ­თით ეთე­რი შე­წყდა.

თურ­ქუ­ლი მე­დი­ის ინფორმაციით, სამ­შა­ბათს ქვეყ­ნის პირ­ველ პირს სამი წინა საარჩევნო სი­ტყვით გა­მოს­ვლა ჰქონ­და ჩანიშნული. საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არჩევნები 14 მა­ისს არის და­ნიშ­ნუ­ლი.

მისი სა­მუ­შაო დღე უნდა დასრულებულიყო ინტერ­ვი­უ­თი, თუმ­ცა დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის გამო, ინ­ტერ­ვიუ ჩანიშნულზე სა­ათ­ნა­ხევ­რით გვი­ან და­ი­წყო. პირ­და­პი­რი ეთე­რი და­წყე­ბი­დან 10 წუთ­ში შეაჩერეს, რადგანაც პრე­ზი­დენ­ტმა თავი შე­უძ­ლოდ იგ­რძნო. ეთე­რი გა­ნახ­ლდა, რა დრო­საც ერ­დო­ღან­მა ბო­დი­ში მო­უ­ხა­და მა­ყუ­რებ­ლებს.

“გუ­შინ და დღეს წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით მძი­მე სა­მუ­შაო იყო, ამ კამ­პა­ნი­ის სა­მუ­შა­ო­ე­ბის გამო კი შე­უძ­ლოდ გავ­ხდი. ამ პრო­ცეს­ში ისიც ვი­ფიქ­რე, არას­წო­რად იქ­ნე­ბო­და თუ არა გა­გე­ბუ­ლი ჩვე­ნი დღე­ვან­დე­ლი გეგ­მა რომ გა­მე­უქ­მე­ბი­ნა, თუმ­ცა პი­რო­ბა რად­გან მო­გე­ცით, მო­ვე­დი. რა თქმა უნდა, ამ გზა­ზე ჩვენ დრო­დად­რო ასეთ ვი­თა­რე­ბა­საც ვა­წყდე­ბით“,- გა­ნა­ცხა­და ერ­დო­ღან­მა.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია