პოლიტიკა

უგანდაში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია

უგანდაში, სკოლაში მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 40-ს მიაღწია. BBC-ის ინფორმაციით, უგანდის ქალაქ მპონდვეში სკოლაში შეიარაღებული თავდასხმის მსხვერპლთა უმეტესობა სკოლის მოსწავლეები არიან.

გამოცემის ინფორმაციით, თავდასხმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა მეამბოხეებმა მოაწყვეს. თავდასხმის შედეგად დაშავებული 8 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია არასრულწლოვნების გატაცების შესახებ.

პოლიციის თქმით, 16 ივნისს თავდასხმა უგანდური ჯგუფის, მოკავშირე დემოკრატიული ძალების (ADF) მიერ განხორციელდა, რომელიც კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაშია დაფუძნებული.

მათივე თქმით, თავდამსხმელებმა სკოლის საერთო საცხოვრებელი დაწვეს და საკვების მაღაზია გაძარცვეს.

უგანდას სკოლაზე თავდასხმა, რომელიც კონგოს დემოკრატიულ სახელმწიფოს საზღვართან 2 კილომეტრში მდებარეობს, მრავალი წლის განმავლობაში პირველი შემთხვევაა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია