პოლიტიკა

უკრაინა დრონების შესყიდვების გაზრდას გეგმავს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას გაზრდის.

ამის შესახებ Ukrinform-ისთვის მიცემულ კომენტარში გაერთიანებული ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაიევმა თავდაცვის მაღლჩინოსნების, გენერალური შტაბის, ეროვნული უპილოტო საფრენი აპარატების დიზაინერებისა და მწარმოებლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგოც ნაიევმა აღნიშნა, უკრაინის არმიის საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, 2023 წელს ამ მიზნით დაახლოებით 20 მილიარდი უკრაინული გრივნა უნდა იყოს მიმართული.

მისი თქმით, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან უპილოტო საფრენი აპარატებს შეუძლიათ შეასრულონ დავალებები ეკიპაჟის სიცოცხლის რისკის გარეშე.

„ამგვარად, უპილოტო საფრენი აპარატების მასობრივი გამოყენება საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად წავიწიოთ შეტევითი მოქმედებების დროს, ასევე მნიშვნელოვნად შევამციროთ მტრის საბრძოლო პოტენციალი და სრულად ვაიძულოთ თავი შეიკავონ შეტევითი გადაადგილებისგან გარკვეული მიმართულებით“, – განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ მყარად დგომას პრესის თავისუფლებისთვის რუსეთში და მსოფლიოს მასშტაბით

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია, …

ჩანთების ონლაინ მაღაზია