პოლიტიკა

უკრაინა: რუსული ძალები სლავიანსკისა და ბახმუტის დაბომბვას აგრძელებენ

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, პაველ კირილენკოს განცხადებით, რუსული ძალები დონეცკის ოლქის ქალაქების, სლავიანსკისა და ბახმუტის დაბომბვას აგრძელებენ.

კირილენკოს თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ბახმუტში სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, 5 კი დაშავდა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსული დაბომბვის შედეგად 7 მაღალსართულიანი შენობა და 27 სახლი დაზიანდა.

როგორც კირილენკო ამბობს, რუსეთის მძიმე დაბომბვის ქვეშ მოექცა ასევე ახლომდებარე ქალაქები, კრასნოჰორივკა და პოკროვსკი, სადაც 5 ადამიანი დაშავდა. სლავიანსკში კი სულ მცირე 1 ადამიანი დაშავდა.

 

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია