პოლიტიკა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა

უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიდევ 25 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს.

„შედგა დაღუპული სამხედროების ცხედრების გადაცემის მორიგი ოპერაცია. უკრაინამ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 25 დამცველის ცხედარი დაიბრუნა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

ოპერაცია უგზო-უკვლოდ დაკარგულთა კომისრის ოლეგ კოტენკოსა და უკრაინის სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლობით განხორციელდა.

სამინისტროში აღნიშნეს, რომ ცხედრების დაბრუნების პროცესი ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად ხორციელდება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია