პოლიტიკა

უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების კიდევ ერთი ტრანში მიიღო

   როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი „ტელეგრამზე“ იუწყება, უკრაინამ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების კიდევ ერთი, 2 მილიარდი ევროს ოდენობის ტრანში მიიღო.

 „უკრაინამ ევროკავშირისგან 2 მილიარდი ევროს მოცულობის მაკროფინანსური დახმარება მიიღო. დღეს ჩვენმა სახელმწიფომ კიდევ ერთი ტრანში მიიღო ევროკავშირისგან, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინის ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. დამატებითი ფინანსური რესურსი ხელს შეუწყობს გადაუდებელი საბიუჯეტო ხარჯების დაფარვას, კერძოდ კი სოციალურ და ჰუმანიტარულ სფეროებში“, – აღნიშნა შმიგალმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია