პოლიტიკა

უკრაინელი მედიკოსის თქმით, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ

უკრაინელი მედიკოსის, 53 წლის იულია პაიევსკაიას თქმით, სამი თვის განმავლობაში, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსი გამტაცებლები მას ტყვეობაში აწამებდნენ.

პაიევსკაია, რომელიც რუს და სეპარატისტულ ძალებს ტყვედ ჰყავდათ აყვანილი, ამბობს, რომ გამტაცებლები მას ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად აწამებდნენ.

“ხუთი დღის განმავლობაში საჭმელი არ მქონდა. გამუდმებით გეუბნებიან, რომ შენ ხარ ფაშისტი, ნაცისტი,” – თქვა უკრაინელმა მედიკოსმა.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია