პოლიტიკა

უკრაინის დაზვერვა: რაშისტები ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებენ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, რუსეთი ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებს.

“ეს პროცესი გრძელდება. ფარული მობილიზაციის ფარგლებში, რაშისტები ყოველთვიურად 20 000 ადამიანის მობილიზებას ახერხებენ. დამატებით. ასევე მზადდება ახალი სამობილიზაციო ღონისძიებები.

რუსეთში ფარული მობილიზაცია და შემდგომი სამობილიზაციო ღონისძიებებისთვის მზადება მიუთითებს იმაზე, რომ განხორციელებული მობილიზაციაც კი არ არის საკმარისი. ჯარი არ არის ეფექტური, არ არის დაცული, სათანადოდ გაწვრთნილი. ამას მოწმობს რუსების უზარმაზარი დანაკარგები ბრძოლის ველზე”, – თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება “რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად” მოიხსენია. 

28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა. როგორც შოიგუმ აღნიშნა, სულ 300 000 კაცის მობილიზაცია მოხდა, რომელთა საშუალო ასაკი 35 წელია.

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია