პოლიტიკა

უკრაინის დაზვერვა: რუსებს ბალისტიკური რაკეტებისა და “კალიბრის” დეფიციტი აქვთ

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსებს ბალისტიკური რაკეტებისა და “კალიბრის” დეფიციტი აქვთ.

ის, რასაც ისინი [რუსები] ახლა აწარმოებენ არის იმ კომპლექტების ნარჩენები, რომლებიც რუსეთის ფედერაციის საწყობებში იყო. გარდა ამისა, უკრაინის დაზვერვა იღებს ზომებს, რუსეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი იარაღის წარმოების თავიდან ასაცილებლად”, – თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.

სკიბიცკის თქმით, რუსებს ძირითადად ბალისტიკური რაკეტების დეფიციტი აქვთ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსულ ძალებს კიდევ რამდენიმე ძლიერი დარტყმის განხორციელება შეუძლიათ.

ხედავთ, რომ ძალიან დიდი ხანი იყენებდნენ ამ ტიპის იარაღს, კერძოდ ბალისტიკურ რაკეტებს. “კალიბრის” მარაგი დასასრულს უახლოვდება. საკრუიზო რაკეტების მარაგი საკმაოდ შემცირებულია”, – აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

უკრაინის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისიდან რუსეთმა უკრაინაზე 10-ზე მეტი მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. რუსეთის მთავარი სამიზნე ენერგეტიკული და სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტებია. უკრაინის გენშტაბი აღნიშნავს, რომ გასული დღის განმავლობაში, რუსეთის ჯარებმა უკრაინის ტერიტორიაზე 31 სარაკეტო და 12 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

ასევე ნახეთ

სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ჰამბურგის რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს

სასიკვდილო ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით ჰამბურგის რკინიგზის მთავარი სადგური დაკეტეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსს …

ჩანთების ონლაინ მაღაზია