პოლიტიკა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა დაადასტურა, რომ ყირიმში ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები მოკლეს

 როგორც ცნობილია, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ყირიმში ირანელი სამხედრო ინსტრუქტორები მოკლეს და აღნიშნა, რომ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოსკოვის მხარდასაჭერად მყოფი ნებისმიერი ირანელი სამიზნე იქნება.

 მისი თქმით, ირანელები ყირიმში იმისთვის იმყოფებოდნენ, რომ დახმარება გაეწიათ რუსი პილოტებისთვის თეირანის მიერ მიწოდებული Shahed-136 დრონების გამოყენებაში.

„არ უნდა იყო იქ, სადაც არ უნდა იყო. ისინი ჩვენ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ჩვენ ისინი აქ არ მოგვიწვევია და თუ ტერორისტებთან თანამშრომლობენ და ჩვენი ერის განადგურებაში მონაწილეობენ, უნდა მოვკლათ“,- აღნიშნა დანილოვმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია