პოლიტიკა

უკრაინის მოქალაქეები, ღირსებისა და თავისუფლების დღის აღსანიშნავად, დღეს „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან

   როგორც ცნობილია, უკრაინის მოქალაქეები, ღირსებისა და თავისუფლების დღის აღსანიშნავად, დღეს „დამოუკიდებლობის მაიდანზე“ შეიკრიბებიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღე მიულოცა.

„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ღირსებისა და თავისუფლების დღეს. დღე, რომელიც აჩვენებს, რომ ჩვენთვის ღირსება და თავისუფლება დღესასწაულია. ეს სიტყვები ზუსტად ერთი წლის წინ ამავე ადგილას ვთქვი. რა შეიცვალა მას შემდეგ? ბევრი რამ ჩვენს ქვეყანაში, ევროპასა და მთელ მსოფლიოში, მაგრამ რაღაც უცვლელი რჩება. ეს არის პასუხი კითხვაზე, ვინ არიან უკრაინელები და რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ორი ღირებულება, რომელიც ერთმანეთზე ისეა გადახლართული, როგორც მდინარე დნიპროს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები, როგორც ლურჯი და ყვითელი ფერები – ეს არის ღირსება და თავისუფლება. ყველამ ერთად დავამტკიცეთ და ვამტკიცებთ, რომ ღირსება და თავისუფლება ჩვენთვის დღესასწაულია. ეს უცვლელი დარჩა. ყველამ დაინახა, რა შეუძლიათ უკრაინელებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ოსკარი 2026 – ვინ არიან დაჯილდოების ტრიუმფატორები

კინოსამყაროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ოსკარი 2026 შედგა. ლოს-ანჯელესმა „ოსკარის“ რიგით 98-ე ცერემონიას უმასპინძლა. გამარჯვებულები უკვე …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...