პოლიტიკა

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

 როგორც ცნობილია, დღეს დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, რამდენიმე ოლქში აფეთქებების ხმა ისმოდა. მიკოლაივის ოლქის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რაკეტები სამხრეთიდან გაუშვეს.

 გამოცემა Suspilne Lutsk-ის ცნობით, მიკოლაივში რამდენიმე აფეთქება მოხდა და თავდასხმის შემდეგ ქალაქის ზოგიერთ რაიონს ელექტროენერგია არ მიეწოდება.  აფეთქებები ასევე ისმოდა ვოლინის ოლქის ქალაქ კოველში. ქალაქს, ისევე როგორც ლუცკს, არ მიეწოდება ელექტროენერგია და წყალი.

  კიევის საოლქო- სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში ყოფნისკენ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ასევე ნახეთ

დღეიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა

დღეს, ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან ისრაელსა და „ჰამასს“ შორის 4-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა. ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია