პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს

 როგორც პრეზიდენტის პრესმდივანმა, სერგეი ნიკიფოროვმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ინდონეზიაში დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს.

 „რა თქმა უნდა, გარკვეულ ფორმატში, ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობას მიიღებს. მეტის თქმა არ შემიძლია”, – აღნიშნა ნიკიფოროვმა.

 ცნობისთვის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტს არ დაესწრება, თუ მასში მონაწილეობას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მიიღებს. დაგეგმილ „დიდი ოცეულის“ ლიდერების სამიტი 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე გაიმართება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად მო­ვიდ­ნენ ჩემ­თან და მი­თხრეს: „მშვი­დო­ბა!”

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტრამ­პის გან­ცხა­დე­ბით, ის­რა­ე­ლი და ირა­ნი თით­ქმის ერ­თდრო­უ­ლად და­უ­კავ­შირ­დნენ მას ცე­ცხლის შე­წყვე­ტა­სა და …

ჩანთების ონლაინ მაღაზია