პოლიტიკა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებისთვის

 როგორც ცნობილია, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პარლამენტს მადლობა გადაუხადა ჰოლოდომორის, ანუ უკრაინაში 1932-33 წლების შიმშილობის უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარებისთვის.

“გერმანიამ 1932-33 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს”, – წერს უკრაინის პრეზიდენტი  ტვიტერზე.

 ცნობისთვის, ბუნდესტაგმა 30 ნოემბერს დაუჭირა მხარი შესაბამის რეზოლუციას, რომლის ავტორები იყვნენ მმართველი კოალიციის სამი პარტია და წამყვანი ოპოზიციური ბლოკი.

1932 წლის ნოემბერში საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა პოლიცია მიავლინა უკრაინის ახლად კოლექტივიზებულ ფერმებში, მათგან მარცვლეულის და პირუტყვის სრულად კონფისკაციის მიზნით – მათ შორის თესლის, რომელიც მომდევნო წლის მოსავლისთვის იყო საჭირო.

შემდგომ თვეებში მილიონობით უკრაინელი გლეხი დაიღუპა შიმშილით. ამ პროცესს იელის უნივერსიტეტის ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი უწოდებს “აშკარად წინასწარ დაგეგმილ მასობრივ მკვლელობას”.

ასევე ნახეთ

უკრაინის უმაღლესმა რადამ კენჭისყრაზე დმიტრო კულებასა და ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა

უკრაინის უმაღლესმა რადამ დმიტრო კულებას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებას მხარი დაუჭირა. როგორც დეპუტატი იაროსლავ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია