პოლიტიკა

უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდება

უკრაინის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში. ღამით დაბომბეს ქალაქი ნიკოპოლიც. გავრცელებული ცნობით, ქალაქის მიმართულებით 100-მდე ჭურვი გაუშვეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა ერთი ადამიანი. ასევე დნეპროპეტროვსკის ოლქში დაიბომბა სამი დასახლება, რის შედეგადაც დაშავდა რვა ადამიანი.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ოთხ საკვანძო მიმართულებაზე რუსების შტურმი მოიგერიეს. ცეცხლის ქვეშ მოყვა ათობით დასახლებული პუნქტი. ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის შეფასებით, რუსულმა ძალებმა ვერ შეძლეს, გაეზარდათ წინსვლის ტემპი. ასევე, ვერ მოახერხეს სევერსკის გარშემო სიმაღლეების აღება და დიდი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ სევერსკისა და ბახმუტის დაკავებას. ინსტიტუტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სამხრეთის მიმართულებით, ანდრეევკასა და ლოზოვზე განხორციელებულ წარუმატებელ თავდასხმებზე.

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია