პოლიტიკა

უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში რუსული რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის რეგიონების უმეტეს ნაწილში რუსული რაკეტების საფრთხის გამო საჰაერო განგაში გამოცხადდა. ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ მარჩენკოს განცხადებით, რუსებმა რაკეტები ისროლეს,

„ვთხოვ ოლქის მოსახლეობას, არ უგულებელყონ საჰაერო თავდასხმა და სასწრაფოდ გადავიდნენ თავშესაფარში“, – აცხადებს მარჩენკო.

მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ვიტალი კიმის ინფორმაციით, ჰაერში მტრის ფრთოსანი რაკეტები შენიშნეს.

როგორც პოლტავას საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი ლუნინმა განაცხადა,  ოლქში საჰაერო თავდაცვა მუშაობს.

ასევე ნახეთ

ევროპაში იგეგმება მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემის ამოქმედება

ევროპაში შესაძლოა გაჩნდეს მატარებლის ბილეთების დაჯავშნის ერთიანი სისტემა: ტურისტებს მხოლოდ ერთი ბილეთით შეეძლებათ რამდენიმე ქვეყანაში …

ჩანთების ონლაინ მაღაზია