პოლიტიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმატება ახალი ბლიცკრიგის ოპერაციის დაწყებიდან გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმოუდგენელი წარმატება ახალი ბლიცკრიგის ოპერაციის დაწყებიდან გრძელდება: ბოლო, ჯერ ბოლომდე დაუდასტურებელი ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა 2014-15 წლების შემდეგ პირველად აღადგინეს კონტროლი დონეცკის აეროპორტზე და ახლა უკვე ქალაქის მისადგომებთან არიან. ასევე, დაზვერვის წყაროები იტყობინებიან, რომ დონეცკიდან გაიქცა ე.წ რესპუბლიკის მარიონეტული ლიდერი დენის პუშილინი.

ამავდროულად, უკრაინულმა ძალებმა, ხარკოვის მიმართულებით წამოწყებული მასირებული კონტრშეტევის შედეგად რუსული ოკუპაციისგან გაათავისუფლეს ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქები, როგორებიც არის ბალაკლია, კუპიანსკი, იზიუმი და სხვა საკვანძო დასახლებები.

ვრცელდება ცნობები უკრაინელების მიერ ქალაქ ლიმანის დაბრუნების შესახებაც, ასევე, ბრძოლები უკვე მიმდინარეობს ლუგანსკის ოლქში მდებარე ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიდამოებში.

პრაქტიკულად, რუსეთის აღმოსავლეთის ფრონტი ჩამოშლის პირასაა.

ასევე ნახეთ

ჯეიმს კლევერლი – უკრაინას აქვს ლეგიტიმური უფლება, დაიცვას საკუთარი თავი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთამინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები დაუსვეს. კერძოდ, …