პოლიტიკა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შეტევა წარმატებით გრძელდება

  გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების შეტევა წარმატებით გრძელდება სვატოვო-კრემენნაია-ლისიჩანსკის ფრონტის ხაზის ცენტრალური მიმართულებით, ქ.სვატოვოსკენ.

  ლუგანსკის ჩრდილოეთით, უკრაინული არმიის ოპერატიული პაუზის დასრულების შემდეგ, რა დროშიც მოხდა მდინარე ოსკილის აღმოსავლეთით რუსების მიერ დატოვებული ტერიტორიების ათვისება, გადაჯგუფება და მოიერიშე დაჯგუფების ჩამოყალიბება, დაიწყო კომბინირებული შეტევა სვატოვო-კრემენნაია-ლისიჩანსკის ფრონტის ხაზის მთელს სიგრძეზე, ჩრდილოეთი-ცენტრალური-სამხრეთი შეტევის მიმართულებით.
 
 როგორც ცნობილია, ძირითადი შეტევის მიმართულება გახლავთ, ფრონტის ხაზის ცენტრალური სექტორი, ქ.სვატოვოსკენ, სადაც  უკრაინულმა  ძალებმა შეძლეს რუსული თავდაცვის ხაზის პირველი ეშელონის გარღვევა, კრაზმანივკას დასახლების დაკავებით, რის შემდეგაც ტაქტიკური დონის გარღვევის ფლანგებზე დაიწყეს პლაცდარმის გაფართოება.
 
  წუხელ საღამოს ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა გაათავისუფლეს კრაზმანივკადან სამრეთით, ვოდიანიეს დასახლება, ხოლო დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ გათავისუფლდა ჩრდილოეთ ფლანგზე კოვალივკას დასახლება და დაიწყო მასიური შეტევა ნეჟურინეს დასახლებისკენ, სადაც იწყება ქ.სვატოვოს თავდცვის პირველი ეშელონი, ქალაქიდან სულ რაღაც 5 კმ-ში.
 
 ამავდროულად, უკრაინული ძალები აგრძელებენ სვატოვო-კრემენნაია-ლისიჩანსკის ფრონტის ხაზის ფლანგებზე შეტევას, ჩრდილოეთიდან ჟერელნოეს დასაკავებლად, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება ქ.სვატოვოსთან დამაკავშირებელი P-66 მაგისტრალის ხელში ჩაგდება და სვატოვოზე ჩრდილოეთ ფლანგიდან შემოვლა. 

ასევე ნახეთ

ნიკოლ ფაშინიანი – ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პირველად, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საკითხი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადაწყვიტეს, – ამის შესახებ სომხეთის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია