პოლიტიკა

უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს

 როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების თავდასხმები დონეცკის ოლქის ექვს დასახლებაში მოიგერიეს. 

 „მოწინააღმდეგე ცდილობს შეინარჩუნოს დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, კონცენტრირება მოახდინოს თავდაცვის ძალების მოქმედებების შეკავებაზე ცალკეული მიმართულებებით. ახორციელებს შეტევითი ოპერაციების ბახმუტის, ავდიივკასა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 როგორც გენშტაბში აცხადებენ, მტერი აგრძელებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და სამოქალაქო დასახლებებზე დარტყმებს, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ომის კანონების დარღვევით.

 

ასევე ნახეთ

ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ირანში სულ მცირე 935 ადამიანი დაიღუპა

ირანის ხელისუფლების ინფორმაციით, ისრაელთან 12-დღიანი ომის დროს ქვეყანაში, სულ მცირე, 935 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას …

ჩანთების ონლაინ მაღაზია