პოლიტიკა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე – ვფიქრობ, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება

 ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის ეს ომის დასრულდება, – ამის შესახებ ტელეკომპანია „სქაი-ნიუსთან“ ინტერვიუში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ გავრილოვმა განაცხადა.

„ჩემი აზრით, გაზაფხულის მიწურულისთვის, ეს ომის დასრულდება“, – თქვა ვლადიმირ გავრილოვმა.

მისი თქმით, გამორიცხული არ არის, უკრაინული ძალები ყირიმშიც შევიდნენ.

კითხვაზე, როდის დაიწყება მოლაპარაკებები, გავრილოვი აცხადებს, რომ მხოლოდ მაშინ შედგება, როდესაც რუსები მზად იქნებია, დატოვონ უკრაინის ტერიტორია.

 მინისტრი ასევე არ გამორიცხავს, რომ რუსეთი შესაძლოა, რაიმე მასშტაბური მოვლენის გამო, ე.წ. შავი გედის თეორიის წინაშე აღმოჩნდეს მომდევნო 2-3 თვის განმავლობაში, რაც შესაძლებლობას მისცემს უკრაინას, გარკვეულ წარმატებას მიაღწიოს ყირიმში, თუნდაც დეკემბრის მიწურულისთვის. რა შეიძლება იყოს ასეთი მასშტაბური მოვლენა, მინისტრი აღნიშნავს, რომ პუტინის გაუჩინარება.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია