პოლიტიკა

უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნით, კიევ-პეჩერის ლავრა ბერებმა დღეს უნდა დატოვონ

კიევ-პეჩერის ლავრაში მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ასობით მორწმუნე შეიკრიბა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ავრცელებს.

შეკრება უკავშირდება უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ლავრა ბერებმა დღეს უნდა დატოვონ. უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილ ულტიმატუმს ვადა ეწურება. 30 მარტიდან ლავრაში ქონების კომისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.

უკრაინის კულტურისა და საინფორმაციო პოლიტიკის მინისტრმა, ალექსანდრე ტკაჩენკომ განაცხადა, რომ ბერები სახელმწიფო ინსპექტირების დასრულების შემდეგ კიევის ლავრაში დარჩენას გარკვეული პირობებით შეძლებენ. მისივე თქმით, ბერებმა თავად იციან, რა ვარიანტები აქვთ ლავრაში ცხოვრების გასაგრძელებლად.

ასევე ნახეთ

ევროკავშირმა საქმის წარმოება დაიწყო სავაჭრო ვებ-გვერდის TEMU-ს არალეგალური პროდუქტის წინააღმდეგ.

გამომცემლობა The Guardian-ის ინფორმაციის თანახმად,ევროკავშირმა დაიწყო ოფიციალური სამართალწარმოება ჩინური ონლაინ სავაჭრო ვებსაიტის TEMU-ს წინააღმდეგ, იმის …

ჩანთების ონლაინ მაღაზია