უკრაინული მედიის ინფორმაციის მიხედვით,ევროპარლამენტის პრეზიდენტი,რობერტა მეცოლა ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს,უკრაინას ტანკები მიაწოდონ.
“უკრაინას სჭირდება მძიმე იარაღი და მას სჭირდება ტანკები. წევრ ქვეყნებს შეუძლიათ მიაწოდონ ისინი, რადგან რუსეთი თავისი შეჭრის ესკალაციას ახორცილებს და უფრო თავზე ხელაღებული ხდება. ჩვენ პროპორციულად უნდა ვუპასუხოთ, რათა დავეხმაროთ უკრაინას ამ ომის მოგებაში”, – ამის შესახებ რობერტა მეცოლამ პრაღაში გამართულ ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე განაცხადა,რომლის ფარგლებშიც,მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.კერძოდ,ეს საკითხები ეხება რუსეთის ომს უკრაინაში,ენერგორესურსებსა და ეკონომიკურ მდგომარეობას.