პოლიტიკა

უკრაინული მედია – კიევის ცენტრში აფეთქებების ხმა იყო

 როგორც უკრაინული მედია დედაქალაქის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით აცხადებს, რუსებმა კიევის ცენტრი დაბომბეს.ცნობილია, რომ აფეთქება დედაქალაქის ცენტრში, შევჩენკოს რაიონში განხორციელდა.                                                                                                                         

 “ყველა სამსახური გზაშია. დეტალები მოგვიანებით. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაშის სიგნალი გრძელდება. დარჩით თავშესაფრებში!” – მოუწოდა დედაქალაქის მერმა, ვიტალი კლიჩკომ მოქალაქეებს.

 უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, დედაქალაქს თავს „კამიკაძე- დრონებით“ დაესხნენ.

”რუსები ფიქრობენ, რომ ეს მათ დაეხმარება, მაგრამ ასეთი ქმედებები აგონიას ჰგავს. გვჭირდება მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა და რაც შეიძლება მალე. ჩვენ არ გვაქვს დრო ნელი მოქმედებებისთვის. მეტი იარაღი ცის დასაცავად და მტრის გასანადგურებლად. ასეც იქნება“ – განაცხადა ერმაკმა.

ასევე ნახეთ

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დააპატიმრეს

ნიკოლა სარკოზი პარიზის La Santé -ს ციხეში მივიდა და სასჯელის მოხდა დაიწყო, – ამის შესახებ …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...