პოლიტიკა

უკრაინული მედია – რუსულმა ძალებმა ბახმუტი კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს

  უკრაინული მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მშვიდობიანი მოსახლეობა კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით დაბომბეს.

„კასეტური საბრძოლო მასალით ქალაქების დაბომბვა, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობს, არის ომის დანაშაული და რუსი სამხედროები და დაქირავებულები, რომლებიც პოზიციებს ამ მიმართულებით იკავებენ, დაისჯებიან“, – აცხადებენ უკრაინის ეროვნულ გვარდიაში.

 ცნობილია, რომ  თავდასხმის შედეგად რამდენიმე მოქალაქე დაშავდა და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასრულების საუკეთესო გზას სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს, რომელიც ომს დაასრულებს, და არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთის ლიდერთან ვლადიმერ პუტინთან ალასკაზე გამართული …

ჩანთების ონლაინ მაღაზია