პოლიტიკა

უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში ხუთი დასახლება გაათავისუფლეს

  უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერატიული სარდლობა „სამხრეთის“ სპიკერის, ვლადისლავ ნაზაროვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა ხერსონის ოლქში კიდევ ხუთი დასახლება გაათავისუფლეს.

 „ჩვენმა ნაწილებმა წარმატებას მიაღწიეს ბერისლავის რაიონის ნოვოვასილიევკას, ნოვოგრიგორევკას, ნოვაია კამენკას, ტრიფონოვკასა და ჩერვონის დასახლებების გათავისუფლებაში. იქ მიმდინარეობს სტაბილიზაციის ღონისძიებები სოციალური და კრიტიკული ინფრასტრუქტურის რეანიმაციის მიზნით“, – აღნიშნა ნაზაროვმა.

ასევე ნახეთ

დონალდ ტრამპი – რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარმა კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth …

ჩანთების ონლაინ მაღაზია