პოლიტიკა

უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ოთხ სამეთაურო პუნქტს და პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს

 როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული, უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის ოთხ სამეთაურო პუნქტს და პერსონალისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს.

„გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ავიაციამ 19 დარტყმა მიაყენა პირადი შემადგენლობის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებს, ასევე სამი დარტყმა განახორციელა მოწინააღმდეგის საზენიტო-სარაკეტო სისტემების პოზიციებზე“,- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა, გასული დღის განმავლობაში, მტრის კუთვნილი Orlan-10 ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

ასევე ნახეთ

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს

აშშ-მა და უკრაინამ ახალი 19-პუნქტიანი სამშვიდობო შეთანხმების პროექტი შეიმუშავეს, – ინფორმაციას Financial Times-ი უკრაინის საგარეო …

ჩანთების ონლაინ მაღაზია
Star FM Logo

STAR FM 93.9

LIVE OFFLINE
Playing Now...